17 აპრილს 17.00 საათზე თსუ ახალგაზრდული ცენტრის მხრდაჭერით ჩატარდა დათო ტურაშვილის ონლაინ ლექცია თემაზე: "იზოლაცია წიგნებთან ერთად". მწერალი პასუხობს ლექციაზე დამსწრეთა კითხვებს თუ როგორ ვაქციოთ ლიტერატურა თერაპიად".ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.